აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რონ დესანტისი ავარიაში მოყვა
ფლორიდის გუბერნატორი და აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, რონ დესანტისი ავტოავარიაში მოყვა.
როგორც CNN-ი დესანტისის სპიკერზე, ბრაიან გრიფინზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა ტენესის შტატში მოხდა, რომლის შედეგად პოლიტიკოსი და მისი გუნდის წევრები არ დაშავებულან.
„გუბერნატორი ავტოკატასტროფაში დღეს დილით მოყვა, როდესაც ტენესის შტატში, ჩატანოგაში ღონისძიებაზე მიდიოდა… ის და მისი გუნდის წევრები უვნებელნი არიან“, – აღნიშნა გრიფინმა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.