შოიგუ ვიზიტით ფხენიანში ჩავა
რუსეთის დელეგაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ კორეაში ჩავა.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტი ხელს შეუწყობს სამხედრო კავშირების გაძლიერებას და მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 1950-1953 წლების კორეის ომის დასრულების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.