ხორვატიაში, საკურორტო რეგიონში ხანძარს ებრძვიან
ხორვატიაში, საკურორტო რეგიონში გვიან ღამით ტყის ხანძარი გაჩნდა. დუბროვნიკის რეგიონში თითქმის 100 მეხანძრე და 16 სახანძრო მანქანა გაიგზავნა. ასევე, ქრობაში ჩართულია ორი სპეციალიზებული თვითმფრინავი.
ამჟამად, დუბროვნიკში ათობით ათასი ტურისტი იმყოფება. გამოცემას Dubrovacki Dnevnik-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომ სოფელ ზავრელიეს მახლობლად ხანძარი “ძალიან სწრაფად გავრცელდა” და დიდი ტერიტორია მოიცვა.