ირანმა ახალი ფრთოსანი რაკეტა წარადგინა
ირანის საზღვაო ძალების და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს ახალი ფრთოსანი რაკეტა – “აბუ მაჰდი” შეემატა.
ამის შესახებ Fars წერს.
სააგენტოს ცნობით, “აბუ მაჰდის” მოქმედების მანძილი ათას კილომეტრს აჭარბებს, ხოლო მისი ეფექტი შესაძლებელს ხდის გემების, ფრეგატების და სხვადასხვა ტიპის ესმინცების განადგურებას.
“აბუ მაჰდის” შეუძლია სროლა ყველა ტიპის მობილური და სტაციონარული გადამზიდავებიდან, ხოლო მის სანავიგაციო სისტემას შეუძლია – განაახლოს ინფორმაცია სამიზნის საბოლოო მდებარეობის შესახებ, ფრენის დროს.