“ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით” – საბერძნეთის პრემიერი ტყის ხანძრებზე

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ, ტყის ხანძრების გამო, ქვეყანა “საომარ მდგომარეობაში” იმყოფება.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, – წერს The Guardian-ი.

”ეს თანასწორი ბრძოლა არ არის და იქნება მანამ, სანამ პირობები რთული დარჩება”, – თქვა მიცოტაკისმა.

მან აღნიშნა, რომ წინ “სამი მძიმე დღეა”, რადგან ტემპერატურის მორიგი მატებაა მოსალოდნელი.

„ჩვენ ცეცხლთან ომში აღმოვჩნდით“, – დასძინა მიცოტაკისმა.

საბერძნეთი უკვე მეშვიდე დღეა, ებრძვის ტყის ხანძარს კუნძულ როდოსზე, საიდანაც, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანია ევაკუირებული.

ტყის ხანძრებია ასევე კუნძულ კორფუზე, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროსა და კუნძულ ევბეაზე, ათენის მახლობლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები