პალერმო ცეცხლის ალშია – სიცილიის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა

პალერმოს გარშემო მთები და ბორცვები ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარი ​ფალკონე-ბორსელინოს აეროპორტს უახლოვდება, რის გამოც ის დროებით დაკეტეს.

ამის შესახებ ANSA წერს.

ხანძარი ინსერას რაიონში ჩერველოს საავადმყოფოსაც ემუქრება, თუმცა, ჯერ ევაკუაცია არ მომხდარა.

ცეცხლმა ასევე მოიცვა პალერმო-მაზარა დელ ვალოს ავტომაგისტრალი.

მედიის ცნობით, პალერმოს რაიონში 88 წლის ქალი გარდაიცვალა, რადგან ექიმებმა ხანძრის გამო ადგილზე მისვლა ვერ შეძლეს.

ცეცხლმა ასევე მოიცვა და, ზოგ შემთხვევაში, დააზიანა რამდენიმე სახლი და საცხოვრებელი ვილა.

120 ოჯახი ევაკუირებულია მონდელოს, კაპო გალოსა და პოჯიო რიდენტეს რაიონში, სადაც მეხანძრეები ათობით ხანძარს აქრობენ.

გუშინ პალერმოში რეკორდული – 46 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. დღეს, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები