ალჟირში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის 10 ჯარისკაცია
ალჟირში ტყის ხანძრებს მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, სულ მცირე, 34 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 10 ჯარისკაცია, რომელიც ქრობის პროცესში იყო ჩართული.
საკურორტო ზონა ბენი ქსილიდან, სულ მცირე, 1500 ადამიანია ევაკუირებული.
ხანძრების გავრცელებას ხელს ქარი უწყობს. ქვეყნის 16 რეგიონში 97 ხანძარი გაჩნდა.
შსს-ს ცნობით, ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი იყო ბეჯაიას, ჯიჯელისა და ბუირას რაიონებში, ასევე, ალჟირის აღმოსავლეთით.
ხანძარს 7500-ზე მეტი მეხანძრე და 350 სატვირთო მანქანა ებრძვის.
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში გასული წლის აგვისტოში ხანძრებს 37 ადამიანი ემსხვერპლა.