AP: აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, მათ შორის, ნანოდრონებს და HIMARS-ისთვის რაკეტებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
ამის შესახებ Associated Press-ი აშშ-ში ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ეს თანხები გამოიყოფა ე.წ.presidential drawdown authority-ის სქემის მიხედვით, რომელიც ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, გამოყოს თანხები კონგრესის თანხმობის გარეშე.
სააგენტოს ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს: პაწაწინა სადაზვერვო ნანოდრონების პარტიას Black Hornet-ს; HIMARS-ის და NASAMS-ის რაკეტებს; ჰაერი-დედამიწა კლასის რაკეტებს Hydra-70-ს; Stinger-ებს და Javelin-ებს; 32 ჯავშანმანქანას Stryker-ს; ჭურვებს ჰაუბიცებისთვის; 28 მილიონ ტყვიას; ასაფეთქებელ საშუალებებს.