ირაკლი კობახიძე: მადლობა FARA-ს კანონს იმისთვის, რომ გააშიშვლა „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პირდაპირ გამომჟღავნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ქვეყნის დასანქცირებაში ფულს იხდიან.
„რაც შეეხება FARA-ს დოკუმენტებს, ეს არის სრული კატასტროფა. პირდაპირ გამომჟღავნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ფულს იხდიან ქვეყნის დასანქცირებაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ არის როგორც ომის პარტია, ასევე – ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები არიან და აგენტები არიან. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. თქვენ იცით, რომ ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი, FARA-ს კანონი და მადლობა ამ კანონს იმისათვის, რომ მან გააშიშვლა „ნაცმოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელებს“, – განაცხადა კობახიძემ.