თურქეთის ქალაქ ადანთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის ქალაქ ადანთან ადგილობრივი დროით 08:44 საათზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – AFAD-ი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კოზანის რაიონი იყო.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 11,27 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ბიძგები სხვა ქალაქებშიც იგრძნობოდა.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი ან ნგრევა.
თუმცა, CNN Turk-თან საუბარში პროფესორმა შუქრუ ერსოიმ თქვა, რომ ეს არ არის “უმნიშვნელო კატეგორიების მიწისძვრა. მას შეუძლია სტრუქტურულად დაზიანებული შენობების უფრო ღრმა შერყევა, განსაკუთრებით – მიწისძვრის ზონაში”.