ჯოზეფ ბორელი: რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას და მარცვლეულის საწყობის განადგურებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს.
„რუსეთი ანადგურებს უკრაინის მარცვლეულის შესანახ ობიექტებს და პორტის ინფრასტრუქტურას ყოველდღიური მიზანმიმართული თავდასხმებით.
რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს“, – წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.
Russia has been destroying Ukraine’s grain storage facilities and port infrastructure with daily targeted attacks.
Russia’s continued weaponisation of food and the termination of the #BSGI is affecting global food security, putting millions of people at risk.#FoodisNotAWeapon
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) July 24, 2023