ესპანეთმა უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკების ახალი პარტია გაუგზავნა
დღეს დილით უკრაინაში „ლეოპარდების“, სასწრაფო დახმარების მანქანების, TOA მანქანების, სატვირთო მანქანებისა და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის ახალი პარტია გაიგზავნა, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
„ესპანეთის მთავრობის მიერ დაპირებული დანარჩენი ოთხი Leopard 2A4 უკვე გაემგზავრა სანტანდერიდან პოლონეთში.
კონკრეტულად, ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება მთავრობის მიერ დაპირებული ოთხი Leopard 2A4-ისგან, რომელსაც დაემატება იგივე მახასიათებლების მქონე ექვსი Leopard 2, რომლებიც უკრაინის მთავრობას უკვე გადაეცა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, როგორც ესპანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ქვეყანამ უკრაინას ათი TOA M-113 ჯავშანტექნიკა, ათი სატვირთო მანქანა, მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა, სამი სამოქალაქო სასწრაფო და ჯავშანტექნიკა.