გაეროს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთს მოუწოდა, რომ დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, იმ წინადადების შესაბამისად, რომლითაც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

რუსეთმა შეთანხმება ერთი კვირის წინ დატოვა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები საკუთარი სურსათისა და სასუქების ექსპორტის გასაუმჯობესებლად არ დაკმაყოფილდა.

„შავი ზღვის ინიციატივის შეწყვეტით ყველაზე დაუცველები ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდიან. როდესაც სურსათის ფასები იზრდება, ყველა იხდის მას. ეს განსაკუთრებით დამღუპველია დაუცველი ქვეყნებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ხალხის გამოსაკვებად“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გლობალურ საზოგადოებას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იყვნენ ერთიანები, რათა ეფექტური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები