„კონტრშეტევა განრიგს ჩამორჩება, თუმცა გეგმის მიხედვით მიდის“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა განრიგს ჩამორჩება, თუმცა არ ღელავს, რადგან ის გეგმის მიხედვით მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

რეზნიკოვის თქმით, მცდარია წარმოდგენა, რომ ყოველი კონტრშეტევა უნდა იყოს სწრაფი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, თუ რატომ შეიძლება იყოს კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელი, მათ შორის საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და საარტილერიო სისტემები.

„ეს არის საჰაერო თავდაცვის საკითხი. ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან გრძელი საბრძოლო ველი. ჩვენ გვყავს დიდი რაოდენობით მტერი. ასე რომ, ეს არის ომი, ეს არ არის კომპიუტერული თამაში.

ჩვენი გენერლები, ჩვენი მეთაურები ხედავენ რეალურ ვითარებას ბრძოლის ველზე. და კიდევ, უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში.

რეზნიკოვმა დასძინა, რომ რუსებს აქვთ სერიოზული უსაფრთხოების ზონები ნაღმებით და მისი გარღვევა ძალიან რთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები