ტყის ხანძრების გამო, საბერძნეთის მთავრობამ კუნძულ კორფუდან 2 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა
საბერძნეთის მთავრობამ კუნძულ კორფუდან 2 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საბერძნეთი „ომშია“ ძლიერი ტყის ხანძრების გამო.
„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ომში ვართ სტიქიასთან, განადგურებულს ავაშენებთ, ვინც დაზარალდა, კომპენსაციას გადავუხდით. კლიმატის კრიზისი უკვე აქ არის“, – აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ერს წინ კიდევ სამი რთული დღე ელის, სანამ მაღალი ტემპერატურა არ შემცირდება.
მანამდე, კუნძულ როდოსზე ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მედიის ცნობით, ტურისტების უმრავლესობა შეშინებულია და ცდილობენ სახლში დასაბრუნებლად საევაკუაციო ფრენებით ისარგებლონ.