200 მილიონი ევრო უკრაინის თავდაცვისთვის – ლიეტუვამ უკრაინის დახმარების სამწლიან გეგმას მხარი დაუჭირა
ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უძღვებოდა, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას მხარი დაუჭირეს, რომელიც თავდაცვისთვის 200 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
მედიის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა სხდომაზე ლეიტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა.
აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რომელიც ლიეტუვას აქვს, არამედ ახლის შეძენასაც. ასევე დახმარებაში შედის უკრაინელი სამხედროების მომზადება და მათი რეაბილიტაცია ლიეტუვაში.