რუსეთში ოფიცერზე დაბალი წოდების პირთა რეზერვში ყოფნის ვადა ხუთი წლით გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, ხუთი წლით იზრდება იმ სამხედრო პირების რეზერვში ყოფნის ვადა, რომელთა წოდება ოფიცერზე ნაკლებია.

უფროსი ოფიცრებისთვის ეს ასაკი 60-დან 65 წლამდე გაიზრდება.

უმცროსი ოფიცრებისთვის, 55-დან 60-მდე, ხოლო სხვა წოდებების მქონე პირთა ასაკი 45-დან 55- წლამდე.

ამავდროულად, სამობილიზაციო რეზერვში დაწესებული ზედა ზღვარი მაღალი რანგის ოფიცრებისთვის 70 წელზე შენარჩუნდება.

ახალი წესები ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2028 წლამდე გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები