ირაკლი გოგავა – გიორგი მარგველაშვილზე: ზოგიერთს იდეალისტი ბრიყვი ეგონა, ზოგიერთს შთაგონებული კოლაბორაციონისტი, სიმართლე მოულოდნელი გამოდგა: ცივი, პრაგმატული მერკანტილისტი

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“ზოგიერთს იდეალისტი ბრიყვი ეგონა, ზოგიერთს შთაგონებული კოლაბორაციონისტი და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგრამ სიმართლე მოულოდნელი გამოდგა: ცივი, პრაგმატული მერკანტილისტი აღმოჩნდა – ქეში ნაყვარება “მეოთხეს”. გამოდის, რომ ქვეყნის ინტერესების გაყიდვის საქმეში “მესამეს”, “მეოთხეს” და “მეხუთეს” შორის განსხვავება მხოლოდ საცალო ტარიფების ნულების რაოდენობაშია”,- წერს გოგავა.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები