ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა” ლიდერთა თანავარსკვლავედია
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მოსაზრებას, რომ ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერთა სიმცირემ განაპირობა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია დაწყებული გიგიტელაშვილით, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭით, რომელმაც 62% აიღო თელავში და დაამარცხა “რუსული პარტია”. ცოტნე აბესაძე არის ვარსკვლავი, რომელმაც ტყიბულში პირველსავე ტურში დაამარცხა “რუსული პარტიის” წარმომადგენელი და ასეთი ათეულობით ადამიანია აქ. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს, თუმცა, ჩვენ რომ ჩვენს პლატფორმაზე კიდევ ბევრ ლიდერს გავაჩენთ და იქნება ეს, არის აპრიორი, ინერვიულონ სახელისუფლებო მედიებმა, რუსულმა პარტიებმა, ინერვიულონ ძალიან ბევრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.