ზურაბ ქადაგიძე: „ფარას” კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, რა მოხდებოდა

„ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა „ფარას” კანონით, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ?”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ფარას” კანონი ამერიკაში მოქმედების პირობებშიც კი ძალიან ბევრ დაფარულ საქმეს ხდის ფარდას საქართველოსთან დაკავშირებით და გაცილებით მეტი რამ გამოაშკარავდებოდა, საქართველოშიც რომ მიგვეღო.
„ფარას” კანონმა სააკაშვილის ერთი საქმით რამხელა რეზონანსი გამოიწვია, რა დონის საერთაშორისო ლობისტური სქემა გამოააშკარავა და ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ ამოქმედებულიყო, ანალოგიური კანონი, რომელზეც ისტერია მოაწყვეს მარტში, რა მოხდებოდა.
ახლა თუ ერთი პერსონის დახარჯული მილიონობით დოლარი გამომზეურდა, საქართველოში რეესტრის შექმნის შემდეგ რა მასშტაბებს მიაღწევდა ლობიზმი და თანხების რაოდენობა, თუ გიფიქრიათ?
ანტისახელისუფლებო კამპანიები, სახელმწიფო ენერგო-პროექტებისა, თუ სხვა აუცილებელი პროექტების გაშავება, პოლიტიკურ პროცესებში არაკანონიერი უცხოური დაფინანსებები, საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, ექსტრემისტი პოლიტიკური ჯგუფების ლობიზმი, რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა – ეს მცირე ჩამონათვალია საგარეო ლობიზმისა, რომელსაც ამხელდა „ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტი!
ამის მერე კიდევ რჩება კითხვები, რატომ ატყდა მარტში ისტერია, რომელშიც ამერიკის ელჩიდან დაწყებული, გაგრძელებული ევრო-დეპუტატებითა და დამთავრებული სახ-დეპარტამენტით, ყველა ხელს უშლიდა საჯაროობასა და გამჭვირვალობას, სააკაშვილის ერთი „ქეისით” ცოტა უკლია და ლამისაა, აფეთქდეს პროცესი, ისეთ სკანდალშია გახვეული ყველა აქტორი და აბა, წარმოიდგინეთ, ათასობით ასეთი საქმე რომ გამომზეურდებოდა…”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები