იტალიაში მაფიის 82 წევრი დააკავეს
იტალიაში, პულიას რეგიონში 82 პირი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია ფოჯიას მაფიის წევრობაში.
ამის შესახებ ANSA წერს.
დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკების ვაჭრობასა და გავრცელებაში, ასევე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
სამართალდამცავების თქმით, ორგანიზაციამ, რომელსაც The Firm ჰქვია, ფოჯიას კომუნაში წელიწადში მილიონობით ევროს ღირებულების ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინის გავრცელებაზე შეთანხმება დადო.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო პიანტედოზი პოლიციის ოპერაციას მიესალმა და თქვა, რომ ეს არის “ძლიერი სახელმწიფოს რეაგირება”.
მას მხარი დაუჭირა პულიას რეგიონის გუბერნატორმა, მიქელე ემილიანომ და თქვა, რომ ხელისუფლებამ „აჩვენა, რომ სახელმწიფო ამ რეგიონში იმყოფება“.