თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ესმა მანიას საჯარო ლექცია – „რაკურსები ილია ჭავჭავაძის პორტრეტისთვის” გაიმართება
“27 ივლისს, 19:00 საათზე ილიასეული ,,ხუთშაბათობის” ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას საჯარო ლექცია – „რაკურსები ილია ჭავჭავაძის პორტრეტისთვის (დაკვირვებები პირადი არქივიდან)” გაიმართება”, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისის მუზეუმების გაერთიანება” ავრცელებს.
,,ხუთშაბათობების” ტრადიციის ფორმატი მოიცავს თანამედროვე კულტურულ – საგანმანათლებლო პროცესებში ჩართული წარმომადგენლების საჯარო ლექციებს, ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამედროვე საზოგადო მოღვაწეების ღვაწლისა და ეპოქის მნიშვნელობის წარმოჩენას საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
მას შემდეგ რაც ილიასეული “ხუთშაბათობების” ტრადიცია აღვადგინეთ ერთი წელი გავიდა, დაგეგმილ ღონისძიებაზე შევაჯამებთ გასულ წელს და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრებთ ამ მიმართულებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.