რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, როგორი დაბნეულია ოპოზიცია
“ოპოზიცია ორიენტირებული იყო მხოლოდ გადაგდებებზე. მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის – ასე მოქმედი ჯგუფები ძალიან მძიმედ ასრულებენ პოლიტიკურ საქმიანობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, როგორი დაბნეულია ოპოზიცია.
„ჯერ წელიწადზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ოპოზიციამ უკვე კაპიტულაცია გამოაცხადა. საზოგადოება ხედავს, როგორი დაბნეულია ოპოზიცია, ფაქტობრივად პანიკაში არიან და არიან ძალიან არათანმიმდევრულები. ეს ბუნებრივია, ვინაიდან მათი დღის წესრიგი არასდროს ყოფილა საქმეზე ორიენტირებული. იყო მხოლოდ გადაგდებებზე, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის, დესტრუქციაზე და ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ასე მოქმედებენ, ცხადია, ძალიან მძიმედ ასრულებენ პოლიტიკურ საქმიანობას“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.