ავღანეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაკარგულია (ფოტო)

ქაბულში, მაიდან ვარდაკსადა ღაზნის პროვინციაში ბოლო სამი დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაკარგულია.

ამის შესახებ Al Jazeera წერს.

როგორც “თალიბანის” მთავრობის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერმა, შაფიულა რაჰიმიმ თქვა, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაშავდა და 41 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის ზონაში ასობით სახლი დაზიანდა ან განადგურდა, ასევე, სავარაუდოა, რომ დაკარგულები სწორედ სახლების ნანგრევებში იყვნენ.

გადაუღებელმა წვიმამ ასევე გაანადგურა ასობით კვადრატული კილომეტრის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე არსებული მოსავალი.

ქაბულსა და ცენტრალურ პროვინცია ბამიანს შორის დამაკავშირებელი გზატკეცილი ჩაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები