ზურაბ ქადაგიძე: „ფარას” კანონმა, „პანდორას” ეფექტი მოახდინა – გამოამზეურა ყველა ნაგავი და საერთაშორისო აფერა, რასაც წლებია, საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ადგილობრივი, თუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები

„ბატონი ელიოტი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, პირადად არის ჩართული საერთაშორისო აფერაში და ნეტავ, ქალბატონმა დეგნანმა არც თავისი თანამშრომლის მოღვაწეობის შესახებ იცის რამე?!”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სააკაშვილის მიერ გადახდილი თანხის დანიშნულების გასაჯაროებამ ნათელი მოჰფინა, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო აფერასთან გვაქვს საქმე
„პანდორას ეფექტი”
„ფარას აქტის” საფუძველზე სააკაშვილის გადახდილი მილიონობით დოლარის დანიშნულების გასაჯაროებამ ნათელი მოჰფინა, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო აფერასთან გვაქვს საქმე, რამხელა ქსელია ჩართული დაწყებული ადგილობრივი უსამშობლოებით, გაგრძელებული საერთაშორისო მედიითა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული მაღალჩინოსნებით.
პირველ სურათზე ბატონი ელიოტი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელია, რომელიც პირადად არის ჩართული ამ საერთაშორისო აფერაში და ნეტავ, ქალბატონმა დეგნანმა არც თავისი თანამშრომლის მოღვაწეობის შესახებ იცის რამე?! არადა, ვაკეში „გარაჟების” შეხვედრებზე მასზე ოპერატიული ელჩი არ არსებობს.
მეორე ფოტოზე კი გიორგი მარგველაშვილის გასამრჯელოა. ეს მათხოვრად ქცეული ყოფილი პრეზიდენტი ამ აფერაში გარკვეულ დავალებებს ასრულებს და მისი სინდისი სულ რაღაც თერთმეტი ათასადაა შეფასებული.
მოკლედ, „ფარას” კანონმა, „პანდორას” ეფექტი მოახდინა – გამოამზეურა ყველა ნაგავი და საერთაშორისო აფერა, რასაც წლებია, საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ადგილობრივი, თუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები.
მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის სააკაშვილის ლობისტ კომპანია „აკერმანს”. ის რომ არა, ამ დონის ნაძირალობას ხომ ვერ შევიტყობდით?!
ასე რომ თქვენ ეს აფერა გააგრძელეთ და ქართული საზოგადოება ყურადღებას არ მოაკლებს თქვენს საგმირო საქმეებს, ხოლო 2024-ში ვინ რას დაიჭერს, კელი დეგნანს ჰკითხეთ…”, – წერს ზურაბ ქადაგიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები