“სხვა ადამიანებმა მოიყვანეს და დატოვეს” – დემეს გადარჩენილი იხვის – “ლაშას” ისტორია

სოციალურ ქსელში სახალისო ამბავი ვრცელდება.

“დემეს გადარჩენილი ძმაკაცის, ლაშას ისტორია მოკლე ამბად – აქ უკვე ჭავჭავაძეზე სეირნობენ, სანამ მანქანაში ჩავსვამდი და ჩავაბარებდით.
ხალხი კითხულობს, ლაშა ვინ დაარქვაო, საიდან იპოვაო და აგერ ამ კარგმა ბიჭმა გააკეთა ეს”, – წერს სალომე წერეთელი.

როგორც ირკვევა, დემეტრემ მზიურის პარკში იხვი იპოვა, ლაშა დაარქვა, შემდეგ კი ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანა.

“მზიურის პარკში დემემ იხვი ნახა, რომელიც ტბის გარშემო დარბოდა. ლაშა დაარქვა, ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ამ ტბის ბინადარი არ ყოფილა. სხვა ადამიანებმა მოიყვანეს და დატოვეს. რადგან ამ ტბის ბინადარი არ იყო, ასე ვერ დავტოვებდით და მივწერე ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს. უნდა აღვნიშნო, რომ მზიურის თანამშრომლებმა ძალიან გულთან ახლოს მიიტანეს ეს ამბავი, სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა რომ მიტოვებული იყო ფრინველი”, – ჰყვება დემეტრეს დედა, სალომე წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები