ნეთანიაჰუ ქნესეტში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, “შორის” კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ქნესეტში მივიდა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს შესახებ სკანდალური კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართება.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ნეთანიაჰუ შენობაში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა, რადგან ცენტრალურ ნაწილთან საპროტესტო აქცია იმართება, ასევე, პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს.

ქვეყნის პრემიერმა რეპორტიორების კითხვებს არ უპასუხა და თავის კაბინეტში შევიდა, სადაც ხვდება იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინს და ფინანსთა მინისტრ ბეცალელ სმოტრიჩს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები