მაკა ბოჭორიშვილი: გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია

“გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია, ვერ ჩამოყალიბდა სახელწოდებებსა და ახლა პარტიულ კუთვნილებაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა თქვას, მათთვის ეს ერთობა რამდენად დასაჯერებელია.

„ზოგადად, გიორგი ვაშაძე საკმაოდ გზააბნეული პოლიტიკოსია და ვერ ჩამოყალიბდა ჯერ ვერც სახელწოდებებზე, ახლა პარტიულ კუთვნილებაზე. მათთვის არანაირ სასიკეთო ცვლილებას არ ველოდები. ამომრჩეველს უნდა ვკითხოთ, მათი ერთობა მათთვის რამდენად დამაჯერებელია, რადგან, რასაც წლების მანძილზე ვუყურებთ, ეს ადამიანები საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დაზიანებაში ერთიანდებიან. არ მგონია, ამას ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. რთულია, ვაშაძის ნაბიჯების ახსნა, რა მიზანი აქვს, სიაში მოხვედრა თუ პარლამენტში, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები