“ტყუილად ცდილობს პუტინი პოლონეთის და უკრაინის წაკიდებას” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ,,უშედეგო,, უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მცდელობებს, უკრაინა და პოლონეთი ერთმანეთს დააპირისპიროს.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა, რითაც გამოეხმაურა გასულ კვირას პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ, თითქოს, პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დაკავებას გეგმავს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პუტინის მცდელობა “უთანხმოება შეიტანოს კიევისა და ვარშავის” ურთიერთობაში ისეთივე წარუმატებელი იქნება, “როგორიც მისი უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა”.

„რუსეთისგან განსხვავებით, პოლონეთმა და უკრაინამ ისწავლეს ისტორიიდან და ყოველთვის ერთად დადგებიან რუსული იმპერიალიზმისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის წინააღმდეგ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე დასძინა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსეთის ხელისუფლების ისტორიული ინსინუაციები“ მოწმობს „რუსეთში ღრმად ფესვგადგმულ რევიზიონიზმსა და იმპერიალიზმზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები