გია ცაგარეიშვილი – ოპოზიციის გაერთიანებაზე: ვინ რაში და ვისში უნდა გაერთიანდეს, რომ ამ ადამიანებმა რამე რეზულტატი დადონ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ აქვთ და მხოლოდ დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებულები.
“ეს არის რამდენიმე პოლიტიკოსის მცდელობა იმისთვის, რომ მათ თავიანთი კუთვნილი ადგილი მოიპოვონ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში. ვინ რაში და ვისში უნდა გაერთიანდეს, რომ რამე რეზულტატი ამ ადამიანებმა დადონ. როგორ შეიძლება, საერთოდ ამ ადამიანებს არჩევნებში გამარჯვების ილუზია ჰქონდეთ, ეს ხომ წარმოუდგენელია,”- აცხადებს გია ცაგარეიშვილი.