ჩინეთის სკოლაში სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინცია ჰეილუნძიანში ერთ-ერთი სკოლის სპორტული დარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია მაშველებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, ოთხმა ნანგრევებიდან ამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხა, 15 კი ბლოკირებული აღმოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში ქალთა ფრენბურთის გუნდი ვარჯიშობდა.

დილით ნანგრევებიდან 14 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 5 გარდაცვლილი იყო, 6 საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

წინასწარი ვერსიით, სახურავის ჩამოშლის მიზეზი შესაძლოა, სპორტდარბაზის გვერდით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გამხდარიყო. კერძოდ, მშენებელმა კომპანიამ დარბაზის სახურავზე უკანონოდ, სამშენებლო მასალები განათავსა, ხოლო გადაუღებელი წვიმების შედეგად მათ სიმძიმე მოემატათ, რასაც სახურავმა ვეღარ გაუძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები