რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 11 დრონია ჩამოგდებული, თუმცა, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მაინც მოხდა.
ამის შესახებ ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება აფეთქების ადგილიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში მიმდებარე სოფლების ევაკუაციის შესახებ.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ჟანკოი-სიმფეროპოლის მაგისტრალსა და რკინიგზაზე მოძრაობა შეჩერებულია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დრონი ყირიმში სამხედრო საწყობს მოხვდა.