სააკაშვილი ებრძვის თავის ქვეყანას აქედან წაღებული ნაქურდალი მილიონებით – გია ცაგარეიშვილი
“ყველაფერი დაფინანსებულია, დაწყებული ევროპარლამენტის რეზოლუციებით და ეს არის საგანგაშო და სკანდალური მოვლენა ჩემი აზრით. ამით უნდა დაინტერესდეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას განაცხადა.
“სააკაშვილი ებრძვის თავის ქვეყანას აქედან წაღებული, ნაქურდალი მილიონებით. მილიონობით დოლარია დახარჯული იმაში, რომ გააშავონ თავისივე ქვეყანა, რომ სასანქციო წესები დაუწესონ საქართველოს – ანუ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. იმ ადამიანებს ებრძვის სანქციებით სააკაშვილი. ცოტა არბია, ცოტა ხოცა, ცოტა ჩასვა ციხეებში. ახლა ჯერი დადგა სანქციებზე“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.