“რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული! “, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს.