Bloomberg: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელი კოლეგის გაუჩინარების ფონზე, პეკინში ვიზიტი გადადო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ჩინელი დიპლომატის იდუმალი გაუჩინარების გამო, მიმდინარე თვეში პეკინში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Bloomberg-ი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განას საჯარო სივრციდან გაუჩინარების ფონზე, რაც დაახლოებით, ერთი თვეა გრძელდება.
ბოლოს დიპლომატი საჯარო სივრცეში 25 ივნისს ნახეს, როდესაც ის ოფიციალურ პირებს შეხვდა რუსეთიდან, შრი-ლანკადან და ვიეტნამიდან.
ცოტა ხნის წინ დიპლომატიურ შეხვედრაზე ცინი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ შეცვალა.
გამოცემის თანახმად წყარომ განაცხადა, რომ ცინთან დაკავშირებული ვითარება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა გადადო თავისი ვიზიტი ჩინეთში, ხოლო სხვა წყარო აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო.