ინდოეთში, მეწყერს, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ათობით პირი

ინდოეთში, დასავლეთ მაჰარაშტრას შტატის ერთ-ერთ სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა, 50 პირი კი დაკარგულად ითვლება.

როგორც ინდოეთის კატასტროფებზე რეაგირების ეროვნულ სამსახურში განაცხადეს, მათ უწყვეტი წვიმებისა და მეწყრის შემდგომი საფრთხის გამო, ირშალვადის, მთის სოფელ რაიგადში სამაშველო ოპერაციები შეაჩერეს.

მანამდე, მაჰარაშტრას ვიცე-პრემიერმა, დევენდრა ფადნავიშამ განაცხადა, რომ მეწყერში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას 60-კაციანი მაშველთა ჯგუფი ცდილობდა.

ადგილობრივების თქმით, ისინი შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება მეტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები