“რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს” – უილიამ ბერნსი

რუსეთი შავ ზღვაში შესაძლოა, გემებზე თავდასხმის „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს.

ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ რუსები განიხილავენ ცრუ დროშის ოპერაციებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებენ გზებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები განახორციელონ და შემდეგ შეეცადონ უკრაინა დაადანაშაულონ“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა ბომბავს და ტონობით მარცვლეულს ანადგურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები