გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს.

“თავიდან ბოლომდე აღმაშფოთებელია ის, რაც FARA-ს მეშვეობით ვიხილეთ. ძალიან დიდი შეთქმულება იყო დაგეგმილი და ახლაც განხორციელების სტადიაშია ეს ყველაფერი. მათ შორის, მიმდინარეობს და მიმდინარეობდა, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე. ეს ახლა მის სინდისსა და ნამუსზეა დამოკიდებული. ვიღაც ლობისტების, კეზერაშვილების გარიგებებს ნუ დაჰყვება. სააკაშვილის უფლებები არის დაცული. სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები