პაატა მანჯგალაძე: არანაირ თანამდებობას არ ვინაწილებთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს – სიაში იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გამოიჩენს თავს
“ჩვენ არანაირ თანამდებობას არ ვინაწილებთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “ნაცმოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე პარტიას აქტიური და ენერგიული ლიდერები ჰყავს.
“ჩვენ არანაირ თანამდებობას არ ვინაწილებთ, ვინაწილებთ პასუხისმგებლობებს. ვინ იქნება პრემიერმინისტრი, მთავრობა, ამას გადავწყვეტთ ხალხთან კონსულტაციით, ასევე, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციით. ძალიან აქტიური და ენერგიული ლიდერები არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”, “სტრატეგია აღმაშენებელში”. სიაში იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გამოიჩენს თავს. კონსულტაციები დიდი ხანია გვქონდა ყველასთან, ჩვენი პარტნიორები არიან, მეგობრები არიან. საარჩევნო სუბიექტად გარდაისახება თუ არა ეს ამბები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ”, – აცხადებს მანჯგალაძე.