თინა ბოკუჩავა – “ნაცმოძრაობასა” და “სტრატეგია აღმაშენებელზე”: მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ფრონტი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამარჯვების ფორმულა ერთიანობაშია.
“მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ფრონტი, იმიტომ, რომ ვფიქრობ, სწორედ ერთიანობაშია გამარჯვების ფორმულა. იმაზე, თუ ვინ იქნება ლიდერი ამ გაერთიანების, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცაღა, ყველას ლიდერული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია. უკეთესი საქართველოს შენების ბევრი პროექტი აქვს გიორგის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ ეს გეგმები”,- აცხადებს ბოკუჩავა.