გოგა ონიანი: მაგრად “ტეხავს”, 30%-იანი პარტია 1%-იანს რომ უერთდება და მთელი დღე ეთერებში მთავარი კაცი 1%-იანი პარტიიდანაა
“ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ, გამარჯვების პლატფორმაში გაერთიანებას ენმ-ის წევრი, პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, გოგა ონიანი ეხმაურება.
“გადაწყვეტილების ვარგისიანობას, დროულობას და მიზანშეწონილობას რომ თავი დავანებოთ, მაგრად ტეხავს, 30%-იანი პარტია 1%-იანს რომ უერთდება და მთელი დღე ეთერებში მთავარი კაცი 1%-იანი პარტიიდანაა, მედია ასახავს რეალობას”, – აღნიშნა ონიანმა.