“ერთადერთი, რამაც შესაძლოა, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს, დესტრუქციული ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიაა” – გიორგი ჩაკვეტაძე
„ერთადერთი, რამაც შეიძლება, ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს, ეს არის იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებები, რომელიც წინა თვეებში ხორციელდებოდა, განსაკუთრებით კი – საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და ტყუილების კამპანიით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
„ეს ადამიანი (დავით არახამია) წარმოშობით არის ქართველი და რთულია, მის განცხადებებზე რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთო. მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე დაიხსნან ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულის იმ პოზიციიდან, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დაინტერესებული იყო საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი დავით არახამია ამბობს, რომ თუ ვინმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს ეს დღევანდელი ხელისუფლებაა.