გურამ წიბახაშვილსა და სანდრო ფაჩუაშვილთან შეხვედრა გაიმართება
23 ივლისს, 19.00 საათზე, გორის ხელოვნების სახლში გაიმართება შეხვედრა გურამ წიბახაშვილსა და სანდრო ფაჩუაშვილთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, არტისტებთან შეხვედრა განხორციელდება გამოფენის „გარდაქმნა“ ფარგლებში, სადაც ხელოვანები განიხილავენ გამოფენაზე წარდგენილი სერიების შექმნის ისტორიას და მათ არტისტულ ხედვას საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმის ჭრილში.
მოდერატორი: ელინა ვალაიტე, კურატორი; გრაფიკული დიზაინი: ანა დავარაშვილი.
პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
მისამართი: გურამიშვილის №5, გორი.