აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

russian usa flag sanctions wooden letters on them

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს.

„ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.

დღევანდელი ქმედებები წარმოადგენს ჩვენი მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯს, შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველზე მომარაგებაზე და მისი ეკონომიკა“, – განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები