პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციას, რეფინანსირების განაკვეთს, საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და სსფ-ს პროგრამის დამტკიცების საკითხებს. ითქვა, რომ როგორც საქართველოსთვის ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები