მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან მავნებლური საქმიანობით

“რეალურად, ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან მავნებლური საქმიანობით. ეს არის ხალხი, რომელიც კადრულობს იმას, რაც არცერთ შემთხვევაში არავისთვის საკადრისი არ უნდა იყოს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა. 

სარჯველაძის თქმით, მისთვის მიუღებელია, როცა პოლიტიკოსი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

“საბედნიეროდ, მათი მავნებლური საქმიანობის მოსალოდნელი ზიანი ალბათ მინიმიზებული იქნება, რადგან მოხერხდა და სწრაფ გამოირკვა, ვინ რას აკეთებდა და რას „ჩალიჩობდა“. მაგრამ იქნება შემთხვევები, სადაც ეს ვერ გაირკვევა. რეალურად ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან მავნებლური საქმიანობით. ეს არის ხალხი, რომელიც კადრულობს იმას, რაც არც ერთ შემთხვევაში არავისთვის საკადრისი არ უნდა იყოს. ჩემთვის წითელი ხაზია ის, რომ პოლიტიკოსი კადრულობს საკუთარ ქვეყანას ავნოს მარტო იმიტომ, რომ ეს გააფორმოს, როგორც ხელისუფლების შეცდომა. ანუ, ქვეყანა უკან წავიდეს მარტო იმიტომ, რომ თვითონ წინ წავიდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები