მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე” და “სტრატეგია აღმაშენებელზე”: საზოგადოება ხვდება, რომ მათი განცხადებების არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება
“ვინაიდან, „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამბობენ, რომ ახალი ენერგიაა საჭირო, ე.ი. აღიარებენ, რომ რასაც აქამდე საზოგადოებას სთავაზობდნენ, ფუჭი, უვარგისი და ის იყო, რის გამოც რეპუტაციულად დაღმართში მიემართებოდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხვდება, რომ მათი განცხადებების არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება.
„ხვდებიან რა, რომ მათი მხრიდან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მათი პოლიტიკა იყო არასწორი და შეცდომებით გადაპენტილი, აქედან გამომდინარე, მათ ამ ნარატივის შეცვლა სჭირდებათ. ოღონდ საზოგადოება ხვდება, რომ მათი განცხადებების არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება. შესაბამისად, თუ შესაცვლელი რაიმე აქვთ, შინაარსია და არა – ლოზუნგების განახლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.