გერტ იან კოპმანი: შესანიშნავი დისკუსია მქონდა ილია დარჩიაშვილთან ქვეყნის პროგრესზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ევროკომისიის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრაზე 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესის შესახებ შესანიშნავი დისკუსია გაიმართა.
„შესანიშნავი დისკუსია მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს პროგრესზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია მიესალმება საქართველოს ინტერესს შემდეგი კვირების განმავლობაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად. ამას ერთად განვიხილავთ თბილისში, მომავალ თვეში!“ – წერს გერტ იან კოპმანი Twitter-ზე.
Excellent discussion with 🇬🇪Minister of Foreign Affairs Mr Darchiashvili on 🇬🇪#Georgia's progress on the 12 priorities.
The 🇪🇺@EU_Commission welcomes Georgia’s keen interest in making further progress over the next weeks! We will review this together in #Tiblisi next month! pic.twitter.com/c94vOJdGN6
— Gert Jan Koopman (@GertJanEU) July 19, 2023