მურმან დუმბაძე: გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე

გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ჟურნალისტმა დუმბაძეს კითხვა დაუსვა: „განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“ – რაზეც მან უპასუხა:

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები