რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისა და ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის

სააკაშვილი იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისა და ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმჯობესია ყოველთვის მედიკოსებმა ისაუბრონ, რადგან ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, მერე გახდება კრიტიკის საგანი. ის [სააკაშვილი] იმყოფება საიმედო ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკა „ვივამედში“ და მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო გაძლებისთვის, პირველ რიგში ამდენი შეურაცხყოფის ატანისთვის და იმისთვის, რომ ისინი მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და ეს უკვე მრავალგზის დადასტურდა. პოლონელ ექიმებსაც სხვათა შორის არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია ჩატარებულ მკურნალობასთან, როგორც ექიმებმა განაცხადეს“, – აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ როდესაც ექიმებისგან იქნება რეკომენდაცია, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები